ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე „ფორდის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია.
მცირეწლოვნები სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაჰყავდა გორში, თუმცა ბავშვები გზაში გარდაიცვალნენ.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც საავტომობილო საშუალების გაუმართაობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.